Sunday, 9 June 2019

ტრენინგის მეცხრე დღე

     ტრენინგის მეცხრე დღეს ვიმუშავეთ პორტფოლიოს დასრულებაზე, რომელიც ავტვირთეთ გუგლის საცავში, შევადგინეთ კითხვარი ჩვენი პროექტის შესახებ გუგლის ფორმებში. გავეცანით რჩევებს ჩვენი პორტფოლიოსა და მოსწავლეთა ნამუშევრების ჩვენებისათვის. შევისწავლეთ ,როგორ გადმოვწეროთ ტრენინგის ბლოგიდან პროექტის შაბლონები. გავეცანით ბევრ საინტერესო მასალებს, აქტივობებს , შევქმენით რესურსები და რაც მთავარია  ჩვენი პროექტი. გავეცანით საინტერესო გვერდებს.
       ტრენინგზე მირებულ ცოდნას, გამოვიყენებ როგორც საგაკვეთილო, ასევე არასაგაკვეთილო პროცესში.
     
       

ჩემი პროექტის პორტფოლიო

ჩემი პროექტის პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

ტრენინგის მერვე დღე

     ტრენინგის მე-8 დღე დავიწყეთ წინა დღის მასალის გამეორებით. გავეცანით დღის მიზნებს: ისტ-ის სტანდარტი, ფასილიტაციის მასალების გაცნობა, ფასილიტაციის რესურსების შექმნა, სასწავლო პროცედურების დასრულება, გუგლის ფორმებით გამოკითხვა, იდეების გენერირებისთვის padlet.com-ის გამოყენება. ვიმუშავეთ სახალისო დავალებებზე და პრიორიტეტის მიხედვით დავალაგეთ სასწავლო პროექტის ძირითადი მახასითიათებლები. ვისაუბრეთ ინსტრუქციის მნიშვნელობებზე. გავეცანით ვიუვერიდან მე-7 მოდულს-ფასილიტაცია ტექნოლოგიებით, რომელშიც მოცემული იყო, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქციის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის. ამასთან დაკავშირებით გავეცანით პრეზენტაციას, დავათვალიერეთ პროექტზე სწავლების განმარტება. ვიუვერიდან გავეცანით ფასილიტაციის რესურსების შექმნას. რესურსებიდან აქტივობებს მოსწავლეთა დასაჯგუფებლად. ასევე გავეცანით პროექტების ფასილიტაციას, რომელიც მოიცავს პროექტის მახასიათებლებს, პროექტის დაგეგმვას, მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს და პროექტებს მოქმედებაში. ვიმუშავეთ გუგლის ფორმებში.ასევე განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების არსი და საჭიროებები. შევქმენით სხვადასხვა დიფერენცირებული აქტივობები, რომელიც ჩავწერეთ პროექტის გეგმის შესაბამის გრაფაში. დღევანდელი დღეც იყო შრომატევადი, საინტერესო და მნიშვნელოვანი. 

გამოკითხვის ფორმა

<

Sunday, 2 June 2019

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგი დაიწყო წინა დღისთ განვლილი მასალის გამეორებით. დავათვალიერე ვიუვერში მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. გადავწყვიტე ჩემი პროექტისთვის შემექმნა პრეზენტაცია, რომელიც მოვათავსე პორთფოლიოს საქაღალდეში სახელწოდებით " მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუში". გავეცანი შეფასების რუბრიკის შექმნას , თუ რას უნდა ითვალისწინებდეს მასწავლებელი შეფასების რუბრიკის შექმნისას. შეფასების სქემაა: ანალიტიკური, ჰოლისტური, ზოგადი, კონკრეტული. გავეცანით თითოეულს დეტალურად. ტრენერმა წარმოგვიდგინა პრეზენტაცია"სწავლის სტილი და მრავალმხრივი ინტელექტი". ერთმანეთს გავუზიარეთ დიფერენციალური სწავლების მაგალითები პირადი პრაქტიკიდან.
   

მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეექვსე დღეს, ტრენერმა გაგვაცნო სამუშაოს გეგმა.გავეცანით 21-ე საუკუნის უნარებს და ვუპასუხეთ შეკითხვას- რომელი უნარების განვითარებას უზრუნველყოფს სასწავლო პროექტი?.ვიმუშავეთ ინტერნეტში რესურსების მოძიებაზე. გავეცანით ბევრ მასალას უკუკავშირის რჩევებსა და მეთოდებზე. ტრენერი, პრეზენტაციის თანხლებით, გვესაუბრა უკუკავშირის სახეებზე.გავეცანით კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის ზოგად წესებს. ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ კომენტარები უნდა იყოს კონკრეტული და არა ზოგადი. გავაზიარო მაგალითი როცა ეს შესაძლებელია. უკუკავშირის დროს ყურადღება უნდა გავამახვილო ისეთ ელემენტებზე, რომელთა შეცვლაც მიმღებს შეუძლია და რომლებიც შეესაბამება სწავლის სასურველ შედეგს. ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე და შევავსე ტესტი. გავეცანი საძიებო საიტებს.