Friday, 31 May 2019

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღე დავიწყე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების განხილვით.ჯგუფში განვიხილე ჩემი შემუშავებული კითხვები და  განხილვის შემდეგ ჩამოვაყალიბე  ,ჩემი პროექტისათვის ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.  შემდეგ კი ტრენერმა 

გაგვაცნო ტრენინგის მეხუთე დღის საკითხები:
  •   შეფასების დროს ჩარჩოს შექმნა. 
  • მასწავლებლის პროექტის პრეზენტაციის დასრულება და ბლოგზე ატვირთვა(ჩაშენება) 
  • 21-საუკუნის უნარ-ჩვევების მიღწევა 
  • ტექნოლოგიების გამოყენებასტან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლა. 
  • ინტერნეტის გამოყენება კვლევისთვის. 
  • ინტერნეტ კავშირი მსოფლიოსთან.  
  • ინტერნეტ თანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენება. 
  • მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა.
მეორე მოდულის  დასაწყისში  პროექტის ეფექტურად დაგეგმვისთვის, გადავხედე ჩვენ საგნობივ სტანდარტებს და განვსაზღვრესაგნის სტანდარტის რომე-ლი შედეგის/ინდიკატორის მიღწევა და შეფასება მსურდა ჩემი თემის ფარგლებში, პარალელურად გამოვიყენე 21- საუკუნის უნარ-ჩვევების დოკუმენტი რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო    დონის უნარ-ჩვევების განვითარებას.
შემდეგ  ჯგუფში განვიხილე  მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები,
Google doc-ების საშუალებით ტრენერმა გამიზიარა ჯგუფს სავარჯიშო „გონებრივი იერიშის კით-  ხვები“. ვისწავლე თუ როგორ უნდა ჩამოვაყალიბო მიმართულების მიმცემი შეკითხვე-ბი და პარალელურად ვისწავლე დოკუმენტის გაზიარება google doc-ების საშუალებით და  გაზიარებულ დოკუმენტებში მუშაობაშემდეგჩემი პროექტისთვის ჩამოვაყალიბე ზოგადითემატური და შინაარსობრივი შეკითხვა და ჩავწერე  პროექტის  გეგმის შაბლონშიეს შეკითხვები ხელს შეუწყობს მოსწავლეებსგამოიყე-ნონ მაღალი დონის სააზროვნო უნარებისრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემატურად გაუკეთონ ორგანიზება ინფორმაციას.

Sunday, 26 May 2019

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა

შეიძლება თუ არა საჩუქარმა სიტყვაზე მეტად გადმოსცეს სათქმელი?
თემატური კითხვები

როგორ შეუძლია საჩუქრის კეთებამ განავითაროს მეწარმეობის უნარი?
როგორ შეუძლია საჩუქრის კეთებამ  განავითაროს ინოვაციური აზროვნება?
შინაარსობრივი კითხვები

რაში მდგომარეობს მეწარმეობის არსი?
რა არის ინოვაცია?
რა არის სოციალური მეწარმეობა?

Saturday, 25 May 2019

მეოთხე დღის რეფლექსია

   მეოსთხე დღე დაიწყო პოზიტიურად, ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო სამუშაო საკითხები-
   1.მესამე დღიდან მიზნებისა და სტანდარტების გაწერა,
  2.მიმართულების მიმცემი კითხვების შედგენა და გეგმაში ჩაწერა,
  3.ბლოგზე მიმართულების მიმცემი კითხვების განთავსება,
  4.შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა,
  5.შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად,
  6.პრეზენტაციის მომზადება ჩემ სასწავლო პროექტზე.
   Viewer-დან  პირად პორტფოლიოში, დამხმარე რესურსებში გადმოვწერე 21-ე საუკუნის სიტყვებისა და ბლუმის ტაქსონომიის სიტყვების ფაილები, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების და გონებრივი იერიშის კითხვების ფაილები.
 დავიწყე პროექტის შაბლონის შევსება, სტნდარტები შევარჩიე ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალიდან. ელექტრონულ წიგნში გავეცანი სასწავლო პროექტების დაგეგმვას, სტანდარტების მიზნებსა და საკვანძო კითხვებს. ჩემ თემასთან დაკავშირებით მოვამზადე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ვიმუშავე მეწყვილესთან, დავალება-მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შევსებაზე.
       ეს დღე, როგორც დანარჩენი საინტერესო იყო, დრო ისე გავიდა ვერც გავიგეთ.

Friday, 24 May 2019

მესამე დღეის რეფლექსია

   მესამე დღეს ინტერნეტი არ გვქონდა, ამიტომ ტრენერმა გაგვიზიარა თავისი ინტერნეტი და ვიმუშავეთ ჯგუფებში. ვისწავლეთ საზიარო დაფის შექმნა(Padlet.com), შევქმენით დაფის დიზაინი და ლინკი გავუგზავნეთ ადრესატს. გავეცანით Viewer-ის სხვადასხვა პროექტების დიზაინს. ვივარჯიშეთ ბუკლეტის შაბლონების შექმნაზე. გავეცანით მოსწავლეთა განვითარების თეორიებს: ბლუმის ტექნოლოგიას, ზოგად, თემატურ და ფაქტზე დაფუძნებული კითხვების მნიშვნელობას.
 მესამე დღე, მიუხედავად ინტერნეტის უქონლობისა, საინტერესო იყო.

მეორე დღის რეფლექსია

მეორე დღე დავიწყეთ პირველ დღეს შესწავლილი მასალის გამეორებით და ბლოგის შექმნით, ვისწავლეთ  ფონის შერჩევა.  გავეცანით პროექტის მოთხოვნებს, გამოცემის მომზადების, პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტებს და შევინახეთ სასწავლო პროექტის საქაღალდეში. პუბლიკაციისთვის გადმოვწერეთ სურათები და ბმული შევინახეთ საავტორო უფლებების საქაღალდეში. გავეცანი ელექტრონულ წიგნს და ვისწავლე როგორ მოვიძიო ჩემთვის საჭირო ინფორმაცია.
     მეორე დღემ ჩაიარა  საინტერესოდ.

Saturday, 18 May 2019

პირველი დღის რეფლექსია

         პირველ დღეს წარვუდგინეთ ჯგუფს ჩვენი თავი, გავეცანით კურსის მონაწილეებს. გავუზიარეთ სხვებს, რომელ კლასებს და რა საგნებს ვასწავლით, გავეცანით ამ კურსში მონაწილეობის მიზნებს.
      ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითარდეს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.
        შევქმენით საქაღალდეები. გავეცანით პორთფოლიოს კომპონენტებს. შევარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი 21-ე საუკუნის უნარჩვევები. მოვახდინეთ საპროექტო იდეების გენერირება. მივიღეთ დავალება შეგვერჩია სასურველი პროექტის სათაური.
         პირველმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა.