ტრენინგის მეხუთე დღე დავიწყე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების განხილვით.ჯგუფში განვიხილე ჩემი შემუშავებული კითხვები და განხილვის შემდეგ ჩამოვაყალიბე ,ჩემი პროექტისათვის ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები. შემდეგ კი ტრენერმა
გაგვაცნო ტრენინგის მეხუთე დღის საკითხები:
- შეფასების დროს ჩარჩოს შექმნა.
- მასწავლებლის პროექტის პრეზენტაციის დასრულება და ბლოგზე ატვირთვა(ჩაშენება)
- 21-საუკუნის უნარ-ჩვევების მიღწევა
- ტექნოლოგიების გამოყენებასტან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლა.
- ინტერნეტის გამოყენება კვლევისთვის.
- ინტერნეტ კავშირი მსოფლიოსთან.
- ინტერნეტ თანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენება.
- მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა.
მეორე მოდულის დასაწყისში პროექტის ეფექტურად დაგეგმვისთვის, გადავხედე ჩვენ საგნობივ სტანდარტებს და განვსაზღვრე, საგნის სტანდარტის რომე-ლი შედეგის/ინდიკატორის მიღწევა და შეფასება მსურდა ჩემი თემის ფარგლებში, პარალელურად გამოვიყენე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დოკუმენტი რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო დონის უნარ-ჩვევების განვითარებას.
შემდეგ ჯგუფში განვიხილე მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები,
Google doc-ების საშუალებით ტრენერმა გამიზიარა ჯგუფს სავარჯიშო „გონებრივი იერიშის კით- ხვები“. ვისწავლე თუ როგორ უნდა ჩამოვაყალიბო მიმართულების მიმცემი შეკითხვე-ბი და პარალელურად ვისწავლე დოკუმენტის გაზიარება google doc-ების საშუალებით და გაზიარებულ დოკუმენტებში მუშაობა. შემდეგ, ჩემი პროექტისთვის ჩამოვაყალიბე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვა და ჩავწერე პროექტის გეგმის შაბლონში. ეს შეკითხვები ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, გამოიყე-ნონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემატურად გაუკეთონ ორგანიზება ინფორმაციას.
No comments:
Post a Comment