Saturday, 18 May 2019

პირველი დღის რეფლექსია

         პირველ დღეს წარვუდგინეთ ჯგუფს ჩვენი თავი, გავეცანით კურსის მონაწილეებს. გავუზიარეთ სხვებს, რომელ კლასებს და რა საგნებს ვასწავლით, გავეცანით ამ კურსში მონაწილეობის მიზნებს.
      ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითარდეს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.
        შევქმენით საქაღალდეები. გავეცანით პორთფოლიოს კომპონენტებს. შევარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი 21-ე საუკუნის უნარჩვევები. მოვახდინეთ საპროექტო იდეების გენერირება. მივიღეთ დავალება შეგვერჩია სასურველი პროექტის სათაური.
         პირველმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა.

1 comment:

  1. გისურვებ წარმატებას.

    ReplyDelete