Saturday, 25 May 2019

მეოთხე დღის რეფლექსია

   მეოსთხე დღე დაიწყო პოზიტიურად, ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო სამუშაო საკითხები-
   1.მესამე დღიდან მიზნებისა და სტანდარტების გაწერა,
  2.მიმართულების მიმცემი კითხვების შედგენა და გეგმაში ჩაწერა,
  3.ბლოგზე მიმართულების მიმცემი კითხვების განთავსება,
  4.შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა,
  5.შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად,
  6.პრეზენტაციის მომზადება ჩემ სასწავლო პროექტზე.
   Viewer-დან  პირად პორტფოლიოში, დამხმარე რესურსებში გადმოვწერე 21-ე საუკუნის სიტყვებისა და ბლუმის ტაქსონომიის სიტყვების ფაილები, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების და გონებრივი იერიშის კითხვების ფაილები.
 დავიწყე პროექტის შაბლონის შევსება, სტნდარტები შევარჩიე ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალიდან. ელექტრონულ წიგნში გავეცანი სასწავლო პროექტების დაგეგმვას, სტანდარტების მიზნებსა და საკვანძო კითხვებს. ჩემ თემასთან დაკავშირებით მოვამზადე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ვიმუშავე მეწყვილესთან, დავალება-მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შევსებაზე.
       ეს დღე, როგორც დანარჩენი საინტერესო იყო, დრო ისე გავიდა ვერც გავიგეთ.

No comments:

Post a Comment